Sunday, October 11, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის დასაწყისში დავათვალიერეთ ჩვენი საქაღალდე, შევამოწმეთ რამდენად სრულყოფილად მქონდა გაკეთებული. ამის შემდეგ მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაცია, მივეცით ერთმანეთს რჩევა-დარიგება, რაც გამოგვადგება მომავალ მუშაობაში.
  საბოლოოდ დასრულებული პროექტი ავტვირთეთ დრაივში შედეგ კი  დავდეთ ბლოგზე.






                                                   

Saturday, October 10, 2015

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე მიეძღვნა ერთმანეთის ნამუშევრების გაცნობას. ვიმუშავეთ პორტფოლიოს პრეზენტაციაზე, გავეცანით ფასილიტაციას ტექნოლოგიების გამოყენებით. დავამატეთ ბლოგზე გვერდები და გაჯეტები. გავუკეთეთ  ერთმანეთს ბლოგზე კომენტარები.

Sunday, October 4, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს ვიმუშავეთ შეფასების შეჯამებაზე. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.მოსწავლის ნამუშევრის გაფორმებაზე, შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის შაბლონი.შევავსეთ პრეზენტაციის შეფასების ფორმა (კვლევითი პროექტებისათვის).
დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.


Saturday, October 3, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე. შევქმენით შეფასების რუბრიკა დამოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევარი.
დღევანდელი ტრენინგით კმაყოფილი ვარ.

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგით კმაყოფილი ვარ. ვისწავლეთ თუ როგორ გადმოვწეროთ და შევინახოთ ინფორმაცია, ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და მათ დაცვაზე.ვნახეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებებზე. ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება. გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრის ნიმუშებს.

Sunday, September 27, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე შევისწავლეთ შეფასების გეგმის შედგენა. გავეცანით შეფასების
მიზნებს, ინსტრუმენტებს,მეთოდებს.
დღევანდელმა დღემ ბევრი რამ მომცა, რაც დამეხმარება მომავალ მუშაობაში.

Saturday, September 26, 2015

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი მეცადინეობა დაეთმო პროექტზე მუშაობას. შევარჩიეთ გეგმის სტანდარტები, ინდიკატორები, მიზნები. განვიხილეთ მოდული 2-ის ორი აქტივობა. მიმართულების მიმცემი კითხვები.ვთვლი რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერია.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რატომ იცვლება კანონი?
თემატური კითხვები
რამდენად შეესაბამება ძველი კანონები დღევანდელ კანონებს?
შინაარსობრივი კითხვები
  • რაში მდგომარეობს საურავის დარიცხვა მარტივი პროცენტით?
  • რაში მდგომარეობს საურავის დარიცხვა რთული პროცენტით?
  • კანონიერი იყო თუ არა, მაშინ საგზაო პატრულის მოქმედება კანონმდებლობით?(რა პროცენტით იზრდებოდა საურავი?)
  • თვლით თუ არა ამჟამად არსებულ წესს სამართლიანა
  • ხომ არ შეგიძლიათ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში შემოგვთავაზოთ შეტყობინებისა და საურავის დარიცხვის თქვენეული სისტემა?
  • პროცენტის დარიცხვის რა წესს გამოიყენებდით და რა ოდენობით?

Sunday, September 20, 2015

მეორე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი მასალა,გავეცანით ერთმანეთის მომავალი პროექტის თემის სათაურებს.განვიხილეთ ჩეკლისტის მომზადება და ვიმუშავეთ პროექტებით სწავლების თემაზე. გავიმეორეთ ვორდში მუშაობის პრინციპი. კმაყოფილი დავრჩი დღევანდელი დღით, რადგან ნასწავლი მოვიყვანე წესრიგში და ახალიც კარგად გავიგე.ტრენინგი მომეწონა.

პირველი დღის რეფლექსია

გავიხსენეთ წინარე ცოდნა, გავეცანი პროგრამა ვიუერს,მუშაობის პრინციპებს,ამავე დროს
გავეცანი რამდენიმე რესურსს.
განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.გავეცანით რამდენიმე სასწავლო პროექტის
ნიმუშს, შევქმენით საქაღალდეები პორტფოლიოსათვის.
განხილული ძალიან მომეწონა,ვნახე ბევრი საინტერესო რესურსი, მივხვდი რომ

განხილული საკითხები დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ  საქმიანობაში.ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე  სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.